თბილისის მერია

იუსტიციის ხიდის სამუშაოების გამო, მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა ღამით შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება.

"იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები