ბრაზილიაში შიდა ფრენის შესრულებისას სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი, მათ შორის, 58 მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.
თვითმფრინავი სან პაულუს მახლობლად, საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოები.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.




