თქვენ თვითონ ხედავთ ხალხის განწყობას. განწყობა არის ერთიანობისკენ, ცვლილებებისკენ, წინსვლისკენ, მომავლისკენ და ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, საზოგადოებაში შეთანხმებაა, რომ ქართული ოცნება წარსულში უნდა დავტოვოთ. ეს არჩევნები ხომ ამაზეა - პარტიული არჩევნები არ არის. ეს არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის, რომელშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს.
ზოგადად, ხალხს ძალიან უჭირს. უჭირს გაზრდილი ფასები. გლეხის ნაშრომს, არაფერს ფასი არ აქვს და რაც შემოტანილია და რაზეც მონოპოლიებია, ყველას მაღალი ფასები აქვს. საზოგადოებას ეს აწუხებს. ჩვენ ამ მონოპოლიებს აუცილებლად დავასრულებთ.





