აშშ

გრანდ კანიონის პარკში 20 წლის კაცი დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

GoFundMe

აშშ-ში გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 20 წლის კაცი დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა

რეინჯერები მნახველის გადავარდნის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ ადგილზე მალევე მივიდნენ და ჩრდილოეთ კაროლინელი 20 წლის აბელ ჯოზეფ მეიჯას ცხედარი კანიონის კიდიდან დაახლოებით 120 მეტრით ქვემოთ იპოვეს. 

მაღალჩინოსნების თქმით, შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა კანიონის კიდესთან. 

"ბატონი მეიჯა კანიონის კიდესთან ახლოს იყო, როცა შემთხვევით გადავარდა. შემთხვევის გამოძიებას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და კოკონინოს ოლქის სამედიცინო შემოწმების ადმინისტრაცია აწარმოებს". - თქვეს მაღალჩინოსნებმა.

კომენტარები