ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 30 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.71 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.55 თეთრით. 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7214 ლარია, ერთი ევროსი - 2.9481 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები