კახეთში გატაცებული ქალი იპოვეს, ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
23 წლის ქალი 29 ივლისის დილას გაიტაცეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, გატაცებაში სულ 4 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო გატაცებულმა და მისმა ბებიამ სხეულის დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მუხლი რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





