კახეთი

კახეთში, სოფელ კაბალში 23 წლის ქალი გაიტაცეს

კახეთში, სოფელ კაბალში 23 წლის ქალი გაიტაცეს - რადიო თავისუფლების ცნობით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მუხლი რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, გატაცებაში სულ 4 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო გატაცებულმა და მისმა ბებიამ სხეულის დაზიანებები მიიღეს.

ოჯახისთვის ცნობილია მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.

პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“. - უთხრა რადიო თავისუფლებას გატაცებულის ბიძამ.

კომენტარები