რუსული კანონი

კალაძე 38 ოპოზიციონერის სარჩელზე: როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური?

ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, თითქოს აღნიშნული კანონი არის არაკონსტიტუციური. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური, ხო წარმოუდგენელია ასეთი რამე? 

თბილისის მერი კახა კალაძე 38 ოპოზიციონერი დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელზე.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 18 ივლისს მიიღო. 17 ივლისს კი, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.

კომენტარები