არჩევნები 2024

მანჯგალაძე: შევხვდით უამრავ ადამიანს, ჩვენ მიმართ განრისხებული ერთიც არ შეგვხვედრია

მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების განცხადებას, თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ერთიანობის ლიდერებთან ერთად, შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენ მიმართ გაბრაზებული ან/და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია.

აი, თქვენ მართლა ვერ შეხვდებით პარტ-აქტივის გარდა ვერავის. მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას. ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი-ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ.

თქვა "ერთიანობის" წევრმა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

"რომელ სოფელშიც უნდა მივიდნენ, გასაკვირია, რომ მათ [ოპოზიციას] პასუხს მოსთხოვენ?" - თქვა 26 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები