მე მათ ვეუბნები, რომ ვერ დაგვაშინებენ, თქვენი არავის არ ეშინია.
დაგვესხმებით თავს? ეს ასე იყო რუსთაველზე, გაიხსენეთ, ვინმემ უკან დაიხია?... იმ თავდასხმებით, იმ თავპირისმტვრევებით, რასაც პირდაპირ პოლიციის, სპეცრაზმის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები აკეთებდნენ, ვინმემ უკან დაიხია? ყოველ შემდეგზე უფრო და უფრო მეტი ვიყავით, ამიტომ, ქუდზე კაცი.
და მოდი რა, გადავფურცლოთ, გადავშალოთ ეს უბედურება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და წავიდეთ განვითარებისკენ.
რაც არ უნდა დაგვახვედრონ, ჩვენი პასუხია ერთიანობა, ჩვენ გვინდა, ყველას ხელი ჩამოვართვათ, ჩვენი სიმბოლო ამიტომაა ხელის ჩამორთმევა, უნდა შევრიგდეთ, ხალხნო, უნდა გადავიაზროთ ერთი რამ, რომ ერთადერთი, რაზეც დგას ეს რეჟიმი - წაგვკიდოს ერთმანეთს.
რა გვაქვს გასაყოფი ამ ქვეყანაში, ასეთი საოცარი რესურსები გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს, საოცარი სამშობლო გვიბოძა უფალმა და ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი.





