რუსული კანონი

მილერი რუსულ კანონზე: საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს

ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვიყავით სწორედ იმაზე, რაც ახსენეთ, რომ ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და შეზღუდოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს ქცევები აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობას ფუნდამენტურად უცვლის სახეს. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და ვმსჯელობთ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხო ნაბიჯებზე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ უპასუხა.

მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს შეშფოთებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქცევები აშშ-სთან ურთიერთობას სახეს ძირეულად უცვლის. სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო ნაბიჯებს კვლავ განიხილავს.

კომენტარები