კანიე უესტი

კანიე უესტი მოსკოვში ჩავიდა

კანიე უესტი (YE)    
CTV

ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაცია პირველად საკუთარ ტელეგრამ-არხზე რუსმა პროდიუსერმა იანა რუდკოვსკაიამ გაავრცელა

"კანიე უესტი უკვე მოსკოვშია! ეს სუპერ-სიახლეა! ის ქალაქის ცენტრში რჩება! თითები გადაჯვარედინებული მაქვს ლუჟნიკის შოუსთვის! ფსონს ვდებ, 80 000 [ბილეთი] მხოლოდ 3 დღეში გაიყიდება. კარგი... მაქსიმუმ ერთ კვირაში!" - წერს რუდკოვსკაია ტელეგრამზე. 

რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვიდეოებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება კანიე უესტი რუსეთის ქუჩებსა და რესტორნებში. 

"ის აქ არის - ჩვენი შავკანიანი რუსი" - ამბობს რუსი მოქალაქე ტელეგრამ-არხის Mash-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში და კადრში რეპერს აჩვენებს.

ჟურნალი МОСКВИЧКА-ს ცნობით კი, უესტი ჩამოფრენის შემდეგ რუსულ რესტორანს Beluga-ს ესტუმრა.

მაისის დასაწყისში Mash-მა, ლუჟნიკის მოედანზე დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ კანიე უესტი რუსი მსმენელის წინაშე წარდგომას 8 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე აპირებდა, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. 

კომენტარები