საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კარგი ჟესტია, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ – ლოჩოშვილი ივანიშვილის 30 მილიონზე

საქართველოს ეროვნულო საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე, ლუკა ლოჩოშვილი
belive.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშემ, ლუკა ლოჩოშვილმა ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონ ლარზე თქვა, რომ ეს "კარგი ჟესტია", მაგრამ ნაკრები არა ფულისთვის, არამედ სამშობლოსთვის თამაშობს.

"არ მგონია, რომ ვინმე ახლა ფულზე ფიქრობდეს და რასაც ამბობენ და პრემიერმინისტრი ამბობს, რა თქმა უნდა, კარგი ჟესტია მათი მხრიდან, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ კარგი შედეგი გვქონდეს ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. მე მგონი, ყველა მოთამაშე ჩემნაირად ფიქრობს". - თქვა ლოჩოშვილმა. 

აქამდე, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უკვე გადაეცა 30 მილიონი ლარი ჯილდოს სახით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში დაპირდა.

23 აპრილს ივანიშვილის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს დაპირდა, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით "30 მილიონი ლარით დააჯილდოვებს".

კომენტარები