რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 23 დრონი და 5 რაკეტა

Unian.net

27 ივნისის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6-დან 5 რუსული რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 23 უპილოტო საფრენი აპარატი.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია:

  • 4 ფრთოსანი კალიბრის ტიპის რაკეტა
  • 1 მართვადი საავიაციო ბომბი X-59/X-69
  • 23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები