ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი რუსეთის ბანკებთან მუშაობას წყვეტს

kommersant.ru

მედია კომერსანტის ცნობით, ჩინური ბანკის შვილობილი რუსული ფილიალი Bank Of China, აშშ-ს მიერ დასანქცირებულ რუსულ ბანკებთან ოპერაციებს შეაჩერებს.

ბანკი სხვა არასანქცირებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებულ სანქცირებულთა სიაში შეყვანა Bank Of China-სთვის შეერთებულ შტატებში აქტივების გაყინვას და ამერიკელ კონტრაქტორებთან დოლარში ანგარიშსწორების აკრძალვას ნიშნავს.

Bank Of China-ს საბანკო ბიზნესი ორ ქვეყანას შორის ფინანსური ანგარიშსწორებისას იუანით გადახდაზეა ორიენტირებული. აქტივების მიხედვით, რუსეთში მოქმედ ჩინეთის ბანკების შვილობილ კომპანიებს შორის Bank Of China მეორე ადგილზეა. ექსპერტების შეფასებებით, Bank of China-ზე ჩინური ბიზნესის და მსხვილი რუსული კომპანიების საგადახდო ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის.

კომენტარები