არჩევნები 2024

ჯაფარიძე: გვჭირდება ბევრი ხმის დამატება, არის რესურსი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც

ჩემი აზრით, აქცენტი არის გასაკეთებელი იმ ხალხზე, რომლებიც მეტწილად არიან მიძინებული, ნაკლებად არიან პოლიტიზებული, ნაკლებად მონაწილეობენ საარჩევნო პროცესებში, ნაკლებად უყურებენ ტოკშოუებს, საერთოდ არ არიან პროცესებში ჩართული.

მათი ნაწილის, ახალგაზრდა ნაწილის გააქტიურება მოხდა ახლა აქციების დროს, ისეთი ხალხი გამოვიდა გარეთ, რომელიც, მანამდე მაინცდამაინც დაინტერესებული არ იყო პოლიტიკით,

მე რაც მგონია გასაკეთებელი, ტარგეტირება უნდა მოხდეს ახალგაზრდებზე, რადგან ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდი რესურსი ადამიანების დამატების არის ახალგაზრდებში და მეორე ნაწილი არის ემიგრაცია, დიასპორა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში. სხვადასხვა გათვლით იქ ხმის მიცემის უფლების მქონე არის დაახლოებით 700-800 000 ადამიანი. ამიტომ, ფოკუსის გაკეთება ამ ადამიანებზე, მათი ხელშეწყობა ყველანაირად, როგორც შესაძლებელია, რომ ისინი ჩაერთონ საარჩევნო პროცესში... 

რაც არის გასაკეთებელი - ამ ადამიანებთან ხმა არის მისაწვდენი, ეს ადამიანები საკონსულო აღრიცხვაზეა დასაყენებელი, და შემდეგ, რაღაცნაირად დასაორგანიზებელია, რაც შეიძლება თვითიონაც გააკეთონ, რომ ეს ხალხი მივიდეს და ხმა მისცეს, ან ჩამოვიდეს და აქ მისცენ ხმა, ან იქ დაორგანიზდნენ, მათ შორის, რასაც აკეთებდა თქვენი ჯგუფი დაიტოვე, მსგავსი რომ გაკეთდეს უცხოეთშიც, ამაზეც ვიცი, მუშაობენ, რომ მობილიზება მოხდეს.

ჩვენ გვჭირდება ბევრი ხმის დამატება და ამისთვის არის რესურსი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - მოუსმინე, ოპოზიციონერი ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის სტრატეგიაზე.

კომენტარები