ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

იემენელი ჰუსიტების თქმით, ორ გემსა და ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანზე იერიში მიიტანეს

ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი USS McCampbell
U.S. Navy

იემენელმა ჰუსიტებმა დღეს, 16 ივნისს განაცხადეს, რომ არაბეთისა და წითელ ზღვაში მცურავ ორ სამოქალაქო ხომალდსა და ასევე ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანზე იერიში მიიტანეს.

ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ დაჯგუფებამ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, სამოქალაქო ხომალდ "Captain Paris-ს" საზღვაო რაკეტები ესროლა, ხოლო მეორე სამოქალაქო გემის "Happy Condor-ის" მიმართულებით დრონები გაუშვა. გავრცელებულ განცხადებაში არ იყო დაზუსტებული, მოხვდა თუ არა გაშვებული რაკეტები და დრონები სამიზნეებს.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენის ქალაქ ალ-მოხას სამხრეთით მცურავმა ხომალდმა გემის მიმდებარედ მომხდარი ორი აფეთქების შესახებ შეტყობინება გაგზავნა. სააგენტოს თქმით, შემთხვევის შემდეგ გემი და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იყვნენ და ცურვას განაგრძობდნენ, თუმცა გემის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იემენელი ჰუსიტები ტერორისტებად ხელახლა გამოაცხადა

კომენტარები