რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: საფრანგეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა

რუსეთის საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, საფრანგეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, რაც რუსეთთან პირდაპირი შეტაკების შესაძლებლობას აახლოებს. ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა.

საგარო უწყების პრესსპიკერის თქმით, ზემოხსენებული შესაძლებლობა სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით არამხოლოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"საფრანგეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში. ვითარებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობით თანმიმდევრულად ანაცვლებს დახმარების ნებისმიერ იდეას და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი შეტაკების შესაძლებლობას აახლოებს. ეს კი სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში". - თქვა ზახაროვამ.

კომენტარები