აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ვაშაძე: ბრიტანეთი განიხილავს, რომ შეუერთდეს აშშ-ს სანქციების პოლიტიკას

ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კამერონთან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და სრული მხარდაჭერა პირველ რიგში ქართველ ხალხს. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომლებიც იზრდება საქართველოში. ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს აშშ-ს სანქციების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

თქვა პარტია სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები