ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება მანამ, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ განადგურდება.
"ისრაელის პირობები ომის დასრულებისთვის არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის. [...]
ისრაელი მუდმივად ცეცხლის შეწყვეტამდე გააგრძელებს ამ პირობების შესრულების დაჟინებით მოთხოვნას. მოსაზრება, რომ ისრაელი დათანხმდება მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე მანამდე, სანამ ეს პირობები შესრულდება, მარცხისთვისაა განწირული". - წერს ნეთანიაჰუმ დღეს, 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
ნეთანიაჰუს განცხადება მოჰყვა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელმა მათ შესთავაზა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი შეთანხმება, რომელიც ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებასაც მოიცავს.





