ამინდი

მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატოს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან რაიონებში კი ძალიან ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)". - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები