რუსული კანონი

სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ს მხარდაჭერით

The Hill

სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის ვეტოს დაძლევას საკუთარ X-ზე გამოეხმაურა. რიშის თქმით, აშშ-მ ქართველი ხალხის დახმარება უნდა განაგრძოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ს მხარდაჭერით

"ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შენების გზაზე. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას, მაგრამ საქართველოს მთავრობამ აღარ უნდა ისარგებლოს აშშ-ს მხარდაჭერით" - წერს სენატორი ჯიმ რიში. 

კომენტარები