EU-ს სანქციები

ევროკავშირმა ნავალნის საქმის პროკურორები და მოსამართლეები დაასანქცირა

ალექსეი ნავალნი
Meduza

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს შეეხებათ.

უკანასკნელი სანქციები რუსეთის შიდა რეპრესიების გამო შემოიღეს, რომლებშიც სასტიკი მოპყრობის, დასჯის, გაუჩინარების, თვითნებური დაკავებისა და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევების კვალი იკითხება.

ახალი სანქციები დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს, ასევე სიაში მოხვედრილ პირების ანგარიშები EU-ს საბანკო სისტემაში გაყინვას ექვემდებარება.

დოკუმენტს ახლავს ცალკე დანართი, რომელშიც მოხვედრილნი არიან ალექსეი ნავალნის, ოლეგ ორლოვისა და საშა სკოლიჩენკოს საქმეების პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლები

"ევროკავშირი უცვლელად გმობს ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და რუსეთის შიდა რეპრესიებს. სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სანქცირებულთა სიაში უნდა დაემატოს 19 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი". – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები