ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან 3 თეთრით - 21 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.62 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.01 თეთრით. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7274 ლარია, ერთი ევროსი - 2.9639 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - ორ დღეში დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან 11 თეთრით.

კომენტარები