რუსული კანონი

მაკრონს ვთხოვე, რომ 26 მაისს ჩამოვიდეს – ზურაბიშვილი

1tv.ge

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სთხოვა, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, საქართველოში ჩამოვიდეს. მისი თქმით, საკითხი "საბჭოთა მენტალიტეტისა და რუსული გავლენების უღელისგან კავკასიის საბოლოო გათავისუფლებას" ეხება.

"აქ მოვიდნენ! ჩემი არჩევნების შემდეგ, 2018 წელს, ემანუელ მაკრონი ფაქტობრივად დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა. მან ეს სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს. სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დგას, ეს საბჭოთა მენტალიტეტის და რუსული გავლენის უღელსგან კავკასიის საბოლოო გათავისუფლების საკითხია. რუსეთთან დაპირისპირება აქ არავის სურს. ეს ევროპის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ. აქ არის შავი ზღვა, საენერგეტიკო და საკომუნიკაციო ტრანზიტის ზონა. ის, რომ საფრანგეთი აქ არ არის, აბერაციაა. ამას ძალიან ნათლად ვამბობ. პრეზიდენტ მაკრონს მივწერე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისისთვის ველი". - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, თუ რას ელის ევროპელებისგან, კერძოდ კი მაკრონისგან.

კომენტარები