თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

გაგა ჩხეიძე: მეორე სარჩელი შემაქვს ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორისა და ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძეის თქმით, ეროვნული კინოცენტრი თბილისის კინოფესტავლისთვის ხელშეკრულებით გაფორმებულ თანხას არ რიცხავს.

აღნიშნულ ფაქტზე, გაგა ჩხეიძე მეორედ მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

"მეორე სარჩელი შემაქვს ეროვნული კინოცენტრის წინააღმდეგ, ამჯერად იმის გამო, რომ კინოცენტრი არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ გვირიცხავს ჩვენს (თბილისის კინოფესტივალის) კუთვნილ თანხას, რომელიც შარშან აპრილში გაფორმებული ხელშეკრულებით გვეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი, კობა ხუბუნაია თებერვალში ბერლინში დამპირდა, რომ თბილისში გაარკვევდა ყველაფერს (აქ დოკუმენტაცია არ მაქვსო) და დამიკავშირდებოდა, უკვე 2 თვეა, არ პასუხობს ჩემს წერილებს.

ძალიან სამარცხვინო ამბავია, კულტურის მინისტრის მოადგილე რომ გატყუებს. გავიგე, რომ მე მტრად გამომაცხადეს, მაგრამ იმ ადამიანებს რას ერჩიან, ვინც იმუშავა და ანაზღაურებას ვერ ვაძლევ?! ეს არის სრულიად უღირსი ქმედება და, მე ვიტყოდი, დანაშაული. სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს მსგავს ქმედებაზე". – წერს გაგა ჩხეიძე Facebook-ზე.


19 არპილს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა.

ამ ეტაპზე კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ აქვს დაფარული - ეროვნული კინოცენტრი TIFF-ის სპონსორი 20 წლის განმავლობაში იყო.

კინოფესტივალის ორგანიზატორების აზრით, დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა თეა წულუკიანსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას ეკუთვნის.

 

კომენტარები