რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება "მიმდინარე მოვლენების ფონზე" მიიღეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ კერძოდ რა მოვლენაზეა საუბარი.

აპრილის დასაწყისში ARD Monitor-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც დასტურდება, რომ გერმანული კომპანიები [მათ შორის Knauf] რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ.

Knauf-ი რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. კომპანია აღნიშნავს, რომ 4 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბიზნესი ადგილობრივ მმართველობას გადაეცემა, მათ შორის, ნედლეულის მოპოვება, წარმოება და გაყიდვა. გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ Knauf-ის დამფუძნებელი, ნიკოლაუს კნაუფი 20-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთის საპატიო კონსული იყო.

კომენტარები