რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ნეპტუნის ტიპის რაკეტა
RBC.ua

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა.

მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია.

Telegram-არხებში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს პორტში გაჩენილი ხანძარი.

უკრაინის ოფიციალურ მხარეს შეტევაზე კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

კომენტარები