კენია

კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამხედრო მთავარსარდალი ემსხვერპლა

კენიაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ფრანცის ოგოლა. 

კენიის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ვერტმფრენი ქვეყნის დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიფრინავდა, სადაც გენერალი ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეხვედროდა პირუტყვების გატაცების პრობლემის გადასაწყვეტად. 

მომხდარის შედეგად გადარჩა ორი სამხედრო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ტრაგედიის ადგილს გამომძიებლები იკვლევენ.

"ჩვენმა სამშობლომ ერთ-ერთი ყველაზე მამაცი გენერალი დაკარგა. გენერალი ოგოლას დაღუპვა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და სამშობლოს სამსახურში ბრწყინვალე ოთხვარსკვლავიანი გენერალი დაიღუპა" – თქვა პრეზიდენტმა უილიამ რუტომ. 

კომენტარები