რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინისთვის აშშ-ს "კოლონიალური" დახმარება ფრონტზე ვითარებას ვერ შეცვლის

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 18 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ნებისმიერი სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის.

"უკრაინამ ამერიკელების მოგებისთვის ბრძოლის გარდა, ასევე ბოლო უკრაინელამდე უნდა იბრძოლოს და ვალებით არის გავსებული". - ამბობს პესკოვი.

მისი თქმით, "ეს აშშ-ს საყვარელი კოლონიალისტური პოლიტიკაა".

"ყველა ექსპერტი და ნახევრად-ექსპერტი შეუიარაღებელი თვალით ხედავს ფრონტის ხაზზე ვითარებას, რაც უკრაინული მხარისთვის ხელსაყრელისგან შორს არის, ამიტომ ეს [აშშ-ს დახმარება] ვერაფერს შეცვლის". - თქვა პესკოვმა.

მანამდე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანს.

$95-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად $60.84 მილიარდს, ისრაელისთვის $26.38 მილიარდს, ხოლო ჩინეთთან გასამკლავებლად $8.12 მილიარდს მოიცავს.

ჯონსონის წარდგენილი პაკეტის მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი დაფინანსება "დახმარებისთვის სესხის სტრუქტურას, გაუმჯობესებულ სტრატეგიასა და ანგარიშვალდებულებას" შეიცავს.

მაიკ ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტის პარალელურად იგი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენების კანონპროექტს წარადგენს.

კომენტარები