რუსული კანონი

სირცხვილიას წევრმა აქციაზე იდაყვის მოტეხილობა მიიღო, დილით დაგეგმილია ოპერაცია

მარიამ დოლიძე
ფოტო: ვახო ქარელი

მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, სირცხვილიას წევრმა, მარიამ დოლიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იდაყვის ძვლის მოტეხილობა მიიღო.

"მარიამ დოლიძეს აქვს იდაყვის ძვლის მოტეხილობა. დილით გავუკეთებთ ოპერაციასო. ფეხზე აქვს დაჟეჟილობა. გადაუარეს სპეცრაზმელებმა. ვართ საავადმყოფოში. ტელეფონი დაკარგა და ვერ გპასუხობთ. აფდეითი რაც იქნება, მოგწერთ". - წერს გეგუჩაძე Facebook-ზე.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები