რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას! - ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა სცენაზე რუსეთის საწინააღმდეგო პოსტერი გამოიტანეს.
11 აპრილს ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ თქვა, რომ მასთან რომ ვინმემ სხვა მსახიობების მსგავსად რუსული კანონის პროტესტი გაბედოს - ყურით გაათრევს სცენიდან.
"ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ". - ამბობდა ჩიგოგიძე.