რუსული კანონი

ჩიგოგიძე მსახიობების პროტესტზე: ჩემთან რომ ვინმემ ეს გაბედოს, სცენიდან ყურით გამოვათრევ

ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე რუსულ კანონზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტის ფაქტს გამოეხმაურა. ჩიგოგიძის თქმით, ვინმემ რომ მსგავსი რაღაც მისი თეატრის სცენიდან გაბედოს, "ყურით გამოათრევს".

"ხვალ ვინმემ რომ მოინდომოს, ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, სცენაზე გავალ, ყურში ხელს წავავლებ და გარეთ გამოვათრევ. ეს საკუთარი აზრი არ არის, პოლიტიკური მოწოდებაა [...] ჩემთვის ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტი იყო [...] არაფერი რუსული ამ კანონში არაა, ეს არის სუფთა ევროპული". - უთხრა ჩიგოგიძემ TV პირველის ჟურნალისტს.

"არა რუსულ კანონს!" - ამ განცხადებით დაასრულეს ვასო აბაშიძის მუსიკალური თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი "მეფე ლირი".

კომენტარები