ლაზარე გრიგორიადისის საქმე

მამა ზაზა ლაზარე გრიგორიადისზე: ეს არის უსამართლო სამართალი, არ უნდა მიიღოს ჩვენმა ხალხმა

იყო მოსალოდნელი ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ გაიწელა. სამწუხაროა, რომ ასეთი განაჩენი გამოუტანეს ადამიანს. სასამართლო მაგათ ხელშია. ეს არის უსამართლო სამართალი, რომელიც არ უნდა მიიღოს ჩვენმა ხალხმა. ფაქტობრივად, ეს არის არა მხოლოდ ლაზარეს მიმართ გამოტანილი განაჩენი, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების მიმართ. იმიტომ, რომ ლაზარეს იმართ განხორციელებული ქცევა, არის განხორციელებული თითოეულ ჩვენთაგანზე. 

ვალში ვართ მასთან. ვინც ვაპროტესტებდით შარშან ამ პროცესებს, ფაქტობრივად, იმავე სასჯელს ვიმსახურებთ, თუ ასე მივუდგებით. 

თქვა ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დეკანოზმა ზაზა თევზაძემ. გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები