რუსული კანონი

სალომე ჯაში რუსულ კანონზე: ოცნებას თავისუფალი ადამიანებისა და აზრის ეშინია

ალბათ, ქართულ ოცნებას რისიც ეშინია, არის თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი აზრი. ისე მოხდა, რომ კულტურაზე დიდი შეტევა იყო - ხელოვნებაში ბევრი ადამიანია, ვინც თავის აზრს თავისუფლად გამოხატავს. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს თავისუფალი მოქალაქეებისა და თავისუფალი აზრის ერთგვარი შიშია.

რუსული კანონი, რომელიც ახლა განიხილება, კინოს პირდაპირ შეეხება, ისევე, როგორც უამრავ სხვა სფეროს. კინოს იმ მხრივ შეეხება, რომ ვინც ფილმებს ვიღებთ, ჩვენც არასამთავრობო ორგანიზაციები ვართ. კოპროდუქციის სახით, დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი ევროპიდან მოდის და გამოვა, რომ ჩვენი ფილმი არის უცხო ქვეყნისა და უცხო ძალის გამომხატველი.

თქვა რეჟისორმა სალომე ჯაშმა TV პირველთან საუბარში.

კომენტარები