რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის დარტყმამ კიევთან მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური სრულად გაანადგურა

დაზიანებული ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური

რუსეთის იერიშის შედეგად, კიევის ოლქის უდიდესი თბოელექტროსადგური ტრიპოლსკი, რომელიც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, სრულად განადგურდა.

ამის შესახებ უკრაინული სააქციო საზოგადოება ცენტრენერგოს დამკვირვებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ Интерфакс-Украина-სთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. მისი თქმით, სადგურის ყველა თანამშრომელი გადარჩა. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ჯამში, გასული ღამის დარტყმების შედეგად რუსეთმა დააზიანა კომპანია უკრენერგოს ობიექტები ხუთ ოლქში: კიევის, ხარკოვის, ლვოვის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქებში.

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასირებული იერიშები მიიტანა. უკრაინელებმა 82 სამიზნიდან 57-ის ჩამოგდება შეძლეს. თასვდასხმისთვის რუსეთმა გამოიყენა ფრთოსანი რაკტები, ჰიპერბგერითი რაკეტები, საზენიტო რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები.

კომენტარები