გერჰარდ შრედერი

შრედერმა BILD-თან ნავალნის ინტერვიუს დავა წააგო, ნავალნიმ მას "პუტინის ხელის ბიჭი" უწოდა

ვლადიმირ პუტინი და გერჰარდ შრედერი
Kyiv Post

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გამოცემა Bild-თან სასამართლო დავა წააგო. მედიაში ალექსეი ნავალნის სტატია დაიბეჭდა, რომელშიც რუსმა პოლიტიკოსმა შრედერს "პუტინის ხელის ბიჭი" უწოდა.

რუსი ოპოზიციონერის ინტერვიუ Bild-მა 2020 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. მასში ნავალნიმ შრედერს "პუტინის ხელის ბიჭი, რომელიც მკვლელებს აფარებს ხელს" უწოდა.

შრედერმა არ დაიწყო სასამართლო დავა თავად ნავალნის წინააღმდეგ, მაგრამ Bild-ს მოსთხოვა "დაუსაბუთებელი ბრალდებების" გავრცელებისგან თავი შეეკავებინა. ყოფილი კანცლერი ასევე სხვა მედიებსაც ემუქრებოდა, რომლებიც ინტერვიუს ფრაგმენტებს გადაბეჭდავდნენ.

როგორც Bild წერს, სასამართლომ საჩივარი შრედერს ჯერ კიდევ 8 მარტს არ დაუკმაყოფილა. დღეს, როდესაც გავიდა აპელაციის შეტანის ვადა, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. შრედერს გამოცემისთვის მრავალწლიანი დავის ხარჯების ანაზღაურება მოუწევს.

გერჰარდ შრედერი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 1998-დან 2005 წლამდე იკავებდა. გადადგომის შემდეგ ის პროექტ ჩრდილოეთის ნაკადის დირექტორთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში. 2017-დან 2022 წლამდე ექსკანცლერი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. დასავლურმა მედიამ ის არაერთხელ მოიხსენია როგორც ვლადიმირ პუტინის მეგობარი.

კომენტარები