რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას HAWK-ის სისტემების გასაუმჯობესებლად $138 მილიონის აღჭურვილობას მიყიდის

იტალიის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკის ჯარისკაცები HAWK-ის სარაკეტო გამშვებ სისტემასთან, 24 თებერვალი, 2006
REUTERS/Chris Helgren/File Photo

აშშ უკრაინას $138 მილიონის ღირებულების აღჭურვილობას მიყიდის, რათა უკრაინამ HAWK-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მათი შენახვა შეძლოს. ამით უკრაინა შეძლებს, რუსეთის მხრიდან დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების იერიშები უკეთ მოიგერიოს. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Reuters-ს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გაუზიარა.

უკრაინამ აშშ-სგან HAWK-ის რაკეტები პირველად 2022 წელს მიიღო, რაც Stinger-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების გაუმჯობესებად მიიჩნეოდა, თუმცა მას შემდეგ, უკრაინამ სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, მათ შორის Patriot-ებიც.

ანონიმურობის დაცვის პირობით ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 9 აპრილს გამოცხადებული საგანგებო სამხედრო დახმარების ღირებულება $138 მილიონს აღწევს, ხოლო ბოლო პერიოდში უკრაინამ აშშ-სგან ყოველწლიური თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის ფარგლებში $300-მილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც უცხოურო ჯარის დაფინანსებისთვის იქნება გამოყენებული. გრანტით მიღებული თანხით უკრაინა აღჭურვილობის შესყიდვას შეძლებს, რაც HAWK-ის სისტემების გარემონტებასა და გაუმჯობესებასაც გულისხმობს.

კომენტარები