ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის სააგენტო: ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორის დამცავ გარსს საბრძოლო მასალა მოხვდა

RBC.ua

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ გარსს 3 საბრძოლო მასალა მოხვდა.

"2022 წლის ნოემბრიდან პირველად და მას შემდეგ, რაც რადიოლოგიური შედეგების მქონე სერიოზული ატომური ავარიის თავიდან ასაცილებლად შემუშავებული 5 პრინციპი გამოვაქვეყნე, ISAMZ-მა (ზაპოროჟიეში IAEA-ს მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მისია) დაადასტურა, რომ რეაქტორის ძირითად დამცავ გარსს მინიმუმ 3 საბრძოლო მასალა მოხვდა. ეს არ უნდა ხდებოდეს". – წერს გროსი.

გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ "ატომურ ობიექტებზე თავდასხმით ვერავინ მიიღებს სამხედრო ან პოლიტიკურ სარგებელს".

"მე მტკიცედ მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ სამხედროებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც ატომური ობიექტების საბაზისო დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება". – ამბობს გროსი.

გროსიმ და IAEA-მ არ დააზუსტეთ თუ ვინ მიიტანა იერიში ატომურ სადგურზე. 7 აპრილს რუსეთმა ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით იერიშში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ ატომურ სადგურზე თავდასხმასთან უკრაინული მხარე კავშირში არ არის.

კომენტარები