ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ზაპოროჟიეს ატომური სადგური სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზს დაუკავშირდა – IAEA

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაზიანებიდან 4 თვის განმავლობაში 330 კვ სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზს პირველად დაუკავშირდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაშია ნათქვამი

მისივე თქმით, ადგილზე ენერგომომარაგება კვლავ უკიდურესად არასტაბილურია.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი 6 სარეზერვო ხაზიდან ერთადერთ დარჩენილ 330 კილოვოლტ (კვ) გადამცემ ხაზთან, მდინარე დნეპრის მეორე მხარეს დაზიანების გამო, 1-ელ მარტს გაწყდა, ხოლო კავშირი 1-ელ ივლისის საღამოს აღდგა.

გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ საომარი ვითარების ფონზე ZNPP-ს აქამდე შვიდჯერ დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება ტერიტორიის გარეთ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, ელექტროენერგიის მისაღებად დიზელის გენერატორები გამოეყენებინათ.

"მიუხედავად იმისა, რომ სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის ხელახალი ჩართვა დადებითი მოვლენაა, ელექტროსადგურის გარე ენერგეტიკული მდგომარეობა ძალიან დაუცველი რჩება, რაც ხაზს უსვამს ადგილზე არსებულ ბირთვულ და უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობას". - თქვა გროსიმ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, რუსეთი აპირებს უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქოს.

"[ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისთვის] ისინი ეძებენ ფორმატს და მომენტს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, სადგურის უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, იგი დისტანციურად ააფეთქონ. 

ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ტერორისტული თავდასხმა განიხილება, როგორც "ატომური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

კომენტარები