პუტინის რუსეთი

რუსეთში დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა

რუსი ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც რუსეთში 17 მარტს დააკავეს
სოციალური მედია

რუსი ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა, მოსკოვში ექსტრემიზმის ბრალდებით დააპატიმრეს.

29 მარტს მოსკოვის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ იგი პატიმრობაში საქმეზე გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო პროცესამდე დარჩება, რომელიც 28 მაისამდე არ გაიმართება.

ჟურნალისტს ნავალნის ფონდისთვის მასალების მოგროვება, ვიდეოების დამონტაჟება და წარმოება ედება ბრალად. ნავალნის ფონდი რუსეთში "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

ანტონინა ფავორსკაია 17 მარტს დააკავეს, როდესაც მან ნავალნის საფლავზე ყვავილები მიიტანა. მან 10 დღე ციხეში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის გაატარა, რის შემდეგაც მას კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს. ფავორსკაიას "ექსტრემისტული დაჯგუფების" საქმიანობაში ჩართულობა ედება ბრალად, რაც ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" თქმით, ფავორსკაია რუსეთში კიდევ ხუთ რეპორტიორთან ერთად დააკავეს.

კომენტარები