აშშ

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Eduardo Munoz/Reuters

აშშ-ს სასამართლომ კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ სემ ბენკმან-ფრიდს, იგივე SBF-ს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის აქამდე დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში - მან კლიენტისაგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენკმან-ფრიდს 11 მილიარდი დოლარიც ჩამოერთმევა.

აშშ-ს ოლქის მოსამართლე ლუის კაპლანის მითითებით, SBF-ის ქმედებების შედეგად მომხმარებლებმა დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი დაკარგეს, ინვესტორებმა - 1.7 მილიარდი, ხოლო კრედიტორებმა - 1.3 მილიარდი დოლარი. კრიპტო ბაზარმა კოლაფსი 2022 წელს განიცადა.

პროკურატურის მითითებით, ბანკმენ-ფრიდმა მილიარდობით დოლარი მიითვისა ინდუსტრიაში გავლენისა და დომინირების ქონის მიზნით და უკანონოდ გამოიყენა FTX-ის მეანაბრეების ფული თავისი ხარჯების დასაფარად, მათ შორის, კარიბის ზღვის აუზში ძვირადღირებული ქონების, კერძო თვითმფრინავების შესყიდვისა თუ ჩინელი ოფიციალური პირებისადმი მიცემული ქრთამებისა.

კომენტარები