უკრაინა

ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სხვა განკარგულებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანილოვის ადგილზე დანიშნა საგარეო დაზვერვის მეთაური, ოლექსანდრ ლიტვინენკო.

უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.

ლიტვინენკოს ნაცვლად ზელენსკიმ საგარეო დაზვერვის მეთაურად ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა.

კომენტარები