რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი. მანამდე, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებდა. 

პესკოვმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ გახდა ომი, რაც მასში დასავლეთი ჩაერია უკრაინის დასახმარებლად. 

"ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი კოლექტიური დასავლეთი მონაწილე გახდა უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად გადაიქცა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ყველას უნდა ესმოდეს, შიდა მობილიზაციისთვის" – ამბობს პესკოვი. 

 

კომენტარები