არასრულწლოვანის დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლის გარდა, მისი არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა

Tabula

შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში კაცმა ცოლის გარდა, მისი არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი - 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".- წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით. ასევე ნაპოვნია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

 

კომენტარები