აშშ-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი

აშშ-მ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ორი მოქალაქე და ორი კომპანია.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა სოციალური პროექტირების სააგენტოს და მის დამფუძნებელს, ილია ღამბაშიძეს, ასევე სტრუქტურას და მის მფლობელს, ნიკოლაი ტუპიკინს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ზემოხსენებული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის კამპანიაში, მათ შორის, ქმნიდნენ ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც ევროპული სამთავრობო ორგანიზაციებისა და ლეგიტიმური მედიასაშუალებების ვებგვერდების მსგავსი იყო.

ღამბაშიძეს და ტუპიკინს 60-ზე მეტი ვებგვერდის შექმნაში ადანაშაულებენ, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ლეგიტიმური მედიაორგანიზაციები და სოციალური მედიის ანგარიშები.

"ეს ქმედება ასახავს ჩვენს მიმდინარე ძალისხმევას, წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის მავნე ზეგავლენის ოპერაციებს. გავაგრძელებთ რუსეთის მცდელობის გამოაშკარავებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

კომენტარები