რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ქალაქ ენგელსში დრონებით თავდასხმა მოიგერიეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

20 მარტის ღამეს დრონების სამიზნე რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი გახდა.

რეგიონის გუნერნატორმა, რომან ბუსარგინმა თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით მოიგერიეს. მისი მტკიცებით, არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სარატოვის ოლქში 4 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ბელგოროდის ოლქში - 1.

ენგელსის რაიონში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო ბაზა ენგელს 2 მდებარეობს, სადაც განლაგებულია რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებითაც უკრაინას ბომბავენ. წარსულში ავიაბაზა რამდენჯერმე უკვე გამხდარა დრონების სამიზნე. 

ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ 19 მარტის ღამეს კურსკის ოლქში С-200-ის, ხოლო ბელგოროდის ოლქში Patriot-ის საზენიტო სისტემის რაკეტა ჩამოაგდეს.

 

კომენტარები