ილია თოფურია

ილია თოფურია 21 მარტს დინამოზე, მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი, ილია თოფურია 21 მარტს, დინამო არენაზე ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოში ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს". - წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

იქამდე, 15 თებერვალს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვა.

18 თებერვალს ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

კომენტარები