2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში

რუსეთში რამდენიმე საარჩევნო ყუთი მოლოტოვის კოქტეილებით და ბრილიანტის მწვანით დააზიანეს

Baza/Sota

რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დღე მიმდინარეობს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა მოლოტოვის კოქტეილებითა და ბრილიანტის მწვანეთი ყუთები დააზიანეს.

მოსკოვში უცნობმა ახალგაზრდა ქალმა ბრილიანტის მწვანე ჩაასხა საარჩევნო ურნაში. როგორც რუსული მედიები წერენ ქალი "პროუკრაინულ ლოზუნგებს ყვიროდა". ახალგაზრდა ადგილზე დააკავეს, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი შემთხვევები მოხდა სიმფეროპოლში და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში. 

მოგვიანებით, ისევ მოსკოვში, სხვა საარჩევნო უბანში ქალმა ხმის მისაცემ ჯიხურს ცეცხლი წაუკიდა. მასაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადგილობრივი მედიების ცნობით სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.

რამდენიმე დაკავებულმა ურნების დაზიანების პროცესი საკუთარი მობილურით გადაიღო. პროსამთავრობო რუსული მედიების ცნობით, ისინი სავარაუდოდ ან უკრაინული სპეცსამსახურების ან თაღლითების მითითებით მოქმედებდნენ.

კომენტარები