რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

14 დაღუპული, 46 დაშავებული – რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ოდესა, 2024 წლის 15 მარტი
Mediazone

15 მარტს, დღისით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 14 და დაშავებულია 46 ადამიანი.

დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის 7 თანამშრომელი. ისინი დღის პირველ ნახევარში მომხდარი დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ. 

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, დაბალი წნევის გაზის მილები და 2 სახანძრო მანქანა. მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ. 

ოდესის ოლქში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები